საქართველო-კანადას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
პოლიტიკა - 19:48, 10 May, 2016     2555

2016 წლის 11-13 მაისს კანადას ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის: პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, თავდაცვისადა უსაფრთხოების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. განხილული იქნება ორი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური თემები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ყურადღება გამახვილდება მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან და კანადის პარლამენტში ნატოს საპარლამენტო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეებთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აგრეთვე შეხვდება კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს.

ამასთან, კანადის კარლტონის უნივერსიტეტში გაიმართება დავით ზალკალიანის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია დისკუსია სტუდენტებისა და ექსპერტების მონაწილეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42