საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება - პრეზიდენტის განცხადება
პოლიტიკა - 19:27, 10 May, 2016     2192
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისი განსაზღვრა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის თავმჯდომაესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.

„საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება - ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, მივედით კონსესუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პირველი განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, ხოლო მეორე დღესვე პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაუგზავანა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ აქტს ხელი არ მოაწერა და ის პრეზიდენტს, შენიშვნებით თანდართული, უკან გადაუგზავნა

პრემიერის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დაანონსა.

დღესვე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის კონსულტაციები გაიმართა.

რაც შეეხება 2016 წლის პარლამენტის არჩევნების თარიღს, ის 8 ოქტომბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42