გიორგი მარგველაშვილი - ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
პოლიტიკა - 19:20, 10 May, 2016     996


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის კვირეულის ფარგლებში, დღეს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საჯარო ლექცია „რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები“ წაიკითხა.

ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ საგარეო ურთიერთობებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესით. ასევე, შეკითხვები დაისვა თბილისის არქიტექტურაზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე, ბიზნესის განვითარებაზე.

პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას და ახალგაზრდებს საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, არ გეგონოს, რომ ამით ხმას არავის არ აძლევ. არჩევნები შედგება და რეალურად შენ, რომ ამ პროცესში არ მიიღებ მონაწილეობას. შენ ამ დროს ხმას აძლევ ყველაზე შავბნელ არჩევანს. არჩევანს, რომელიც შენ მიგიჩნევს სამართავად“, -განაცხადა პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას.

პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქე შეგნებით, ტრადიციებით იყოს ევროპელი. „შენი კულტურა იყოს ევროპული, შენი მოქალაქეები ამ რეჟიმში ცხოვრობდნენ და აზროვნებდნენ, მაგრამ ამავე დროს, შენ გჭირდებოდეს გარკვეული რეფორმების გატარება, იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა გახდეს ევროპული.“-აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს წინაშე დადგა ქვეყნის თავისუფლების საკითხი.

„თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ჩვენ შევქმნათ სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემა, ისეთი როგორიც ბუნებრივად გვახასიათებს. რომელიც ადეკვატური იქნება ჩვენი კულტურის, ჩვენი საზოგადოებრივი ღირებულებების, ან ჩვენი ლიტერატურის“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა გვაძლევს შესაძლებლობას თვითონ განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ზოგადი ჩარჩოები. „ევროპული პროცესი ჩემთვის საინტერესო და მომხიბვლელია იმიტომაც, რომ ეს ჩვენი ისტორიის გაგრძელებაა. ეს ის წარსულია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს მოემსახუროს ამ პოზიციას. „საზოგადოებრივი პოზიციის და არგუმენტაციის როლი, ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ამ ნაბიჯს გადადგამს და სერიოზულად შეძლებს, რომ მომავალი პოლიტიკური პროცესი საქართველოში იყოს სწორედ საზოგადოების მიერ შეკვეთილი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42