ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიის სხდომაზე სადაც კანონმდებლები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებების კანონპროექტზე მსჯელობდნენ დაპირისპირება მოხდა. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ირინა იმერლიშვილის განცხადება გახდა, რომლის თქმითაც მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვის დროს ის ჯერ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს და მათი რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული.
„ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტი აპირებს ვენეციის კომისაში არგაგზავნილი კანონი მიიღოს, თან მსგავსი მნიშვნელობის. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ რიგით კანონზე. კანონის მიღება უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის შემდეგ და არა ისე როგორც ეს მოხდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პოსტ ფაქტუმ.“- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა გრძელდება, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივანმა ის დასრულებამდე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






