„თუ თქვენ კითხვას სვამთ ნატო თუ რუსეთი, მე გეტყვით, რომ ნატო, თუ კითხვას სვამთ ევროკავშირი თუ ესენგე, გეტყვით, რომ ევროკავშირი, თუ ამბობთ ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, მეჭიაური. მეჭიაურის პოზიცია, ეს არის მისი, როგორც ერთი ინდივიდუალური დეპუტატის პოზიცია, პარტია საკუთარ წევრებთან მოახერხებს იმას, რომ გაარკვიოს ურთიერთობები“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის „ქართული ოცნების“ რიგებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ თემის კომენტირებისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი შიდაპარტიულია და მისი გადაწყვეტა პარტიის შიგნით მოხდება:
„გარიცხვაზე არ დგას საკითხი, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ პოზიციები არის განსხვავებული და მითუმეტეს ძალიან პრინციპულ და სტრატეგიულ საკითხებზე, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს არის შიდაპარტიული საკითხი, რომელიც გადაწყდება, ყოველგვარი გარე პარტიების მითითებების, ჩარევებისა და მოწოდებების გარეშე“, - დასძინა მანანა კობახიძემ.
თამაზ მეჭიაურის განცხადებებს ლევან ბერძენიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეჭიაური საკუთარი რიგებიდან უნდა გარიცხოს.
აღნიშნულ შეფასებას კი მეჭიაურმა პირობების წამოყენებით უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობეს დატოვებენ, ისიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები






