„ბატონმა მეჭიაურმა ფეხებზე დაიკიდა თავისი პრემიერი და თქვა რომ არ მადარდებს იმისი აზრები. მანამდე ილაპარაკებს სანამ არ გარიცხავენ. თუ ბატონი მეჭიაური ვინმეს რუპორია, NATO-სთან მიმართებაში, მაშინ ისიც მასავით გონებაშეზღუდული, ბნელი მტერია ქართველი ხალხის ნებისა ვინც უნდა იყოს. მაგრამ არა მგონია ასეთი ხალხი იყოს. ის უბრალოდ თამაშობს და ამით ცდილობს თავისი ადგილი დაიკავოს პოლიტიკაში. მე არ მაინტერესებს რას ამბობს მეჭიაური, მე მაინტერესებს ამ დაუოკებელ კაცს გააჩერებს თუ არა ვინმე , თვითონ რომ არ გაჩერდება მესმის. პირობებს ნუ გვიყენებს, ჩვენ ვართ პარტია მეჭიაური არის ადამიანი. პარტიასა და ადამიანს შორის არის განსხვავება . ამ პარტიას აქვს მოპოვებული ისტორიაში რაღაცა, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს არ მკითხოთ. იმ მწვერვალებამდე რომ ავიდა საფინანსო ინსპექციის დონეზე, ინსპექტორიც კი იყო ერხელ რაღაცის, ამ კაცის სერიოზულ შესწავლას არ დაიწყებენ. ამიტომ მეჭიაურის პირობები ჩემთვის ძალიან სასაცილოა . საერთოდ იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება.“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თუ პრემიერი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ მინისტრებს თანამდებობიდან გაუშვებს , ის მზადაა თავადაც დატოვოს მმართველი გუნდი. ამასთანავე მეჭიაურის თქმით საქართველოს საგარეო კურსის სისწორეში საფუძვლიანად დარწმუნებული არც პრემიერ-მინისტრი არაა. მმართველი გუნდის წარმომადგენელის შეფასებით საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები შესაძლოა გაყალბებული იყოს, ამიტომ მეჭიაური ამ საკითხთან დაკავშირებით პლებისციტის ხელმეორედ ჩატარების მომხრეა.
მასალის გამოყენების პირობები






