რატომ არ მიულოცა პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს 9 მაისი - კრემლი განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 14:21, 10 May, 2016     9097
ვლადიმერ პუტინმა უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს გამარჯვების დღე დიალოგის სათანადო დონის არარსებობის გამო არ მიულოცა, თუმცა ეს ამ ქვეყნის მოქალაქებს არ ეხებათ.

რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესოვმა განუცხადა.

„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რუსეთი არასოდეს ყოფილა ნეგატიური პროცესების ინიციატორი. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კეთილ ურთიერთობებს მეზობლებთან, ფაქტობრივად მოძმე ქვეყნებთან . თუმცა საქართველოს შემთხვევაში, თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობების კრიზისის წინამორბედი მოვლენები” - განაცხადა პესკოვმა.

„პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფო დონეზე კრიზისული ურთერთობები არ აისახება კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე ჩვენთან ტრადიციულად დაახლოებული ერების მოსახლეობისადმი - ეს არის საქართველოს მოსახლეობაც, უკრაინის მოსახლეობაც და სხვა ქვეყნებისაც. ამიტომაც, პრეზიდენტის მილოცვა ხალხის მისამართით გაკეთდა” - დასძინა პესკოვმა.

გარდა ამისა, პუტინის პრესმდივანმა მოუწოდა ჟურნალისტებს, არ გამოიტანონ მცდარი დასკვნები მხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, პუტინს ფაშიზის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეები არ უხსენებია,

„პრეზიდენტის წლევანდელი სიტყვა სხვა აქცენტებზე იყო ორიენტირებული“ - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიულოცა და არა ხელისუფლების პირველ პირებს. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში ნათქვამი იყო, რომ “ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42