რა პასუხი გასცა პრეზიდენტმა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებს ერთსქესიანთა ქორწინებაზე - ვიდეო
პოლიტიკა - 14:23, 10 May, 2016     5551



ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროპული მომავალი - გიორგი მარგველაშვილმა ლექცია ამ თემაზე პირველ გიმნაზიაში წაიკითხა. პრეზიდენტმა მოსწავლეების შეკითხვებასაც უპასუხა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ერთსქესიანთა ქორწინება იყო. მან საკონსტიტუციო ცვლილებებს მოგონილი უწოდა.

„ჩემი აზრით ქართველი ადამიანი არასდროს არ აღიარებს იმას, რომ მის სახელმწიფოში ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები იყოს, ვიცით, რომ ევროპულ ქვეყნებში ეს მისაღებია“, - მიმართა ერთ-ერთმა მოსწავლემ პრეზიდენტს:

„ზოგ ევროპულ ქვეყანაში მისაღებია, ზოგში არ არის, მაგრამ როდესაც ამბობთ „ქართველი ადამიანი“, როდესაც ამაზე საუბრობთ, რატომ აკეთებთ იდენტიფიცირებას ამ თემისას ქართულ კულტურასთან? მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა. იმის მაგივრად, რომ მე დავჯდე და დავიწყო ფიქრი ვინ ვარ მე? დავიწყო ფიქრი როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, როგორ იფიქრებდა ვაჟა-ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, დავუბრუნდე ჩემს წინაპრებს და ძალიან დრამატული, ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებით, ამის მაგივრად მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა ეს არის ქორწინების საკითხი“, - განაცხადა კითხვის პასუხად პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი:

„ქორწინების მიმართ პოზიცია საერთოდ არ არის ჩამოსაყალიბებელი, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ? რატომ ვიწვევთ ქარიშხალს ჭიქაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე, სამუშაო ადგილებზე. ამაზე საუბარი მათთვის გამოსავალია. თითქოს, ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია და მათ ქორწინებისთვის პრობლემები ექმნებათ. ეს გამოგონილი თემაა“- დასძინა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42