როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მალხაზ პატარაიამ განაცხადა, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გააცნეს თავიანთი პოზიციები. ორგანიზაციის წევრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტს აპროტესტებენ, რომლის შეტანაც აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში იგეგმება. როგორც „აფხაზთა კრების“ წევრმა მალხაზ პატარაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა ამ ცვლილებებით სრულად უქმდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ამ ორგანოზე და შესაბამისად აფხაზეთზე.
,,აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ხდება საქართველოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი წარმომადგენლობითი ორგანო, რაც იურიდიულად აფხაზეთის დამოუკიდებლობის ტოლფასია. ჩვენ ამ თემის გარეშმო ვესაუბრეთ ქალბატონ ირინა იმერლიშვილს და პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩეველს ფიქრია ჩიხრაძეს“- განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით ირღვევა კონსტიტუციური წესრიგი, რომლის დაცვაც უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაა. ,,დღევანდელი ჩვენი აქციის მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაირებაა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში ხდება. ეს პროცესი, ვგულისხმობ, საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, გარეშე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






