საქართველო არის ევროპა და დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილი - გიორგი რუხაძე
პოლიტიკა - 13:13, 10 May, 2016     931
'საქართველო არის ევროპა და დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არის ერთადერთი გზა განვითარებისკენ. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და მნიშვნელობა არ აქვს რა დრო დასჭირდება მის განხორციელებას - საქართველო გახდება ევრო-ატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი’- ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ ამსტერდამში ევროპულ ფორუმზე განაცხადა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუხაძემ საქართველოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის, რასაც ხელისუფლება ამტკიცებს. არის უმძიმესი სოციალური ფონი, არაფორმალური მმართველობა, სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებებისა და მედია თავისუფლების მიმართულებით. თუმცა, ის კვლავაც ლიდერი ქვეყანაა რეგიონში ყველა ამ მიმართულებით, დემოკრატიისა თუ რეფორმების ხარისხითა და ტემპით, ამიტომ ის მეტს იმსახურებს.

"ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ევროპული თუ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების მხოლოდ მომხმარებლები. არამედ გვინდა საკუთარი წვლილი შევიტანოთ როგორც ევროპული უსაფრთხოების ასევე კეთილდღეობის კომპონენტში. საქართველო უკვე მონაწილეობს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს. საქართველო არის როგორც ენერგეტიკული ასევე ეკონომიკური კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. თუმცა, ამ პოტენციალის სრულად ამოქმედებისთვის საჭიროა ბევრად მეტი ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება ან თავისუფალი ვაჭრობაა ევროკავშირთან”- განაცხადა რუხაძემ.

საქართველოს განვითარების ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გამოსვლისას ყურადღება მომავალ არჩევნებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება გახდება იმის დასტური თუ რამდენად გაიზარდა ქართული დემოკრატია და რამდენად იმსახურებს საქართველო სრულფასოვან ადგილს ევროპულ ოჯახში.

"არიან ძალები როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ, ვისაც სურთ, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს გადაუხვიოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა დაისადგურებს, რაც უსამართლობამ შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ უაღრესად მნიშნველოვანია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამართლიანი და მისი შედეგი ზუსტად ასახავდეს ამომრჩევლების ნებას. რაშიც, ევროკავშირმა აშშ-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და ინტენსიურად დააკვირდეს პროცესს."-განაცხადა რუხაძემ.

ღონისძიება, რომელსაც 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, 8-9 მაისს ამსტერდამში გაიმართა. ევროპის ფორუმი ყოველწლიურად ევროკავშირის დაარსების დღეს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში ტარდება. მას პოლიტიკოსები, ანალიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42