მეჭიაური ძმებ ბერძენიშვილებს „მკვდარ პოლიტიკოსებს“ უწოდებს - მივიღებ კვირიკაშვილისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას
პოლიტიკა - 12:39, 10 May, 2016     2728

თამაზ მეჭიაური ლევან ბერძენიშვილს პასუხობს. იგი საკუთარ პირობებს აყენებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ თანამდებობებიდან რესპუბლიკელი მინისტრებიც გადადგებიან.

„თუ სატელიტი პარტია ჰგონიათ მათ, როგორც აქამდე იყო, სატელიტ პარტიად რომ იყენებდნენ „ქართულ ოცნებას“ და ფაქტობრივად აიღეს ნახევარზე მეტი ხელისუფლება, ახლა იგივეს აგრძელებენ, ამით თავისთავად ამ ხელისუფლებას არტყავენ და მათ ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებენ. თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ ხალხთან შეხება და ხალხის სათქმელს იძახიან, თუ დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორცი ესენი არიან, ეს პოლიტიკოსები ბრჭყალებში, მაშინ თავის თავს გაუკეთებენ დისკრედიტაციას. თუ კვირიკაშვილი მიირებს გადაწყვეტილებას და დღესვე გაათავისუფლებს მათ თანამდებობებიდან, ეს ყველაზე ლოგიკური იქნება. მე მას არ შევუქმნი პრობლემებს, რომ ჩემი გარიცხვა არგარიცხვის საკითხზე მოუწიოს მსჯელობა და მე მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვისაც მისაღები იქნება“, - განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის აზრით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული რადიკალურად განსხვავებული განცხადებების გამო თამაზ მეჭიაური პარტიიდან უნდა გაირიცხოს. ეს განცხადება, ბერძენიშვილმა მეჭიაურის სკანდალურ კომენტარებზე საპასუხოდ გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42