"სუბარი და გაბუნია პრობლემას უყრუებს" - ღია ცისქვეშ დარჩებილი დევნილები აქციით იმურებიან
პოლიტიკა - 13:04, 10 May, 2016     2304
თბილისში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა დასახლებას პრობლემები შეუქმნა.

როგორც "ნიუპოსტს" ღოღობერიძის 3 ნომერში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცნობეს, დაზიანდა სახურავი და მთელი ღამე აწვიმდათ.

მათი თქმით, დასახმარებლად ნაძალადევის გამგეობას მიმართეს, თუმცა უწყებაში მათ განუცხადეს, რომ დაზიანებული სახურავის შეკეთება არა მათი არამედ დევნილთა და განსახლების სამინსიტროს პრეროგატივაა.

თავის მხრივ სუბარის უწყებამ დევნილებს უთხრა, რომ ვინაიდან ეს ობიექტი 2013 წელს გარემონტდა და სახელმწიფომ დევნილებს საკუთრებაში გადასცა, პრობლემის მოგვარებაზე თავად დევნილებმა უნდა იზრუნონ.

"გარემონტებულ კორპუსს წვიმამ სახურავი ახადა, დევნილთა მინისტრი სუბარი და გამგებელი ზაზა გაბუნია პრობლემას უყრუებს" - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა.

მისი თქმით, აქციას დევნილთა სამინისტროს პარალელურად ნაძალადევის გამგეობასთანაც გამართავენ.

"ნიუპოსტი" დევნილთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სუბარის უწყებაში აღნიშნეს, რომ ისინი საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებლების ხელახლა შეკეთებას არ უზრუნველყოფენ.

"აღნიშნული შენობა დევნილებს საკუთრებაში აქვთ გადაცემული, პრობლემის მოგვარება ამხანაგობის და მუნიციპალიტეტის თემაა"- აღნიშნეს დევნილთა სამინისტროში.

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონის გამგებელს - ზაზა გაბუნიამ "ნიუპოსტის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42