"ქართული ოცნება" ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს- ახვლედიანმა პარტია დატოვა
პოლიტიკა - 12:18, 10 May, 2016     2194
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველი პარტია დატოვა, ახვლედიანი გამოვიდა პოლიტსაბჭოდანაც. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ახვლედიანმა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მდგომარეობა დაასახელა, მისი თქმით პარტია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს:

„პარტია „ქართული ოცნებამ“ ამოწურა სამწუხაროდ ყველა შესაძლებლობა რომ დემოკრატიულ ორგანიზმად გადაქცეულიყო, ხელი შეეწყო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის, ამასობაში მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვშიშობ რომ ყრილობა რომელიც კარს მომდგარია ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია „ქართულ ოცნებაში“ ყრილობაზე ალბათ სხვა ხარისხს მიიღებს და ამის შემდეგ პარტია გადაერთვება ყველა მანქანებით იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. ნორმალურ, თანაბარ, კონკურენტულ არჩევნებში ასეთ პარტიას გამარჯვება არ შეუძლია, ამიტომაც ის ჩვეულ გზებს მიმართავს. ამის დემონსტრირებაა ის , თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ რომ გაეყალბებინათ და ხელმძღვანელებისთვის სასურველი შედეგი მოეტანათ და ეთქვათ ყველაფერზე „კი“ და არასდროს „არა". ეს უბედურება სჭირს "ქართულ ოცნებას". რა მოსატანია მისი დასნეულება, როცა ოცნება უკვე ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას რომ წინ აღვუდგე ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და გაირრვეს მოჯადოებული წრე, რომელზეც საქართველო წლების განმავლობაში ტრიალებს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42