2016 წლის 10 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან იან ჰამაჩეკთან,რომელიც 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. იან ჰამაჩეკის ვიზიტი საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამპროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოშიდაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაცსაკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება. დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, მ/წლის იანვარში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსსაქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ იან ჰამაჩეკს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით დაგანსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით,ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარაქტუალურ საკითხებს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მასალის გამოყენების პირობები






