მეჭიაური უნდა გარიცხონ, მაგრამ ეჭვი მეპარება, პარტია უდისციპლინო წევრებისგან შედგება - ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 10:42, 10 May, 2016     2125

თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე პრემიერ-მინისტრის კომენტარს „რესპუბლიკურ პარტიაში“ დაგვიანებულად მიიჩნევენ და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისზე საუბრობენ.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული რადიკალურად განსხვავებული განცხადებების გამო თამაზ მეჭიაური პარტიიდან უნდა გაირიცხოს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სწორი, მაგრამ ორი ნაკლი აქვს. ცოტა დააგვიანა და ნაკლებად მძაფრია. ვისაც ჰგონია, რომ ნატო აბსურდია, იმას ევროპაც აბსურდი ჰგონია და არც სამშობლო უყვარს. უნდა გარიცხონ, თუ აქვთ ამის უნარი, ეჭვი მეპარება, რომ რამე შეეძლოთ, ამიტომ მეჭიაური კიდევ გააკეთებს ასეთ განცხადებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია უდისციპლინო წევრებისგან შედგება, არ ჰყავს სერიოზული მენეჯმენტი და პრობლემები აქვს“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიერის განცხადებაზე პაატა ზაქარეიშვილთან მიმართებით, რომელიც გუშინ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა:

„პაატა ზაქარეიშვილი არის მინისტრი და ემორჩილება პრემიერ-მინისტრს, ხოლო მე ვარ კაცი, რომელმაც პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა, მე მას არ ვემორჩილები და მიმაჩნია, რომ მცდარი განცხადება გააკეთა“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს.

მეჭიაური საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. იგი კვლავ აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება, შესაბამისად საქართველოს ინტეგრაციაც არ მოხდება.

აღნიშნულ განცხადებას პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა, მინისტრისთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა წვრთნებს წელს ასეთი აჟიოტაჟი, მაშინ როცა ის შარშანაც ჩატარდა. ამასთანავე ზაქარეიშვილის შეფასებით მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ უყურებს ამ წვრთნებს და შესაბამისად მეჭიაურის განცხადებას თავად „ქართული ოცნება“.

მინისტრისა და უმრავლესობის წევრის განცხადებებს პრემიერ-მინისტრმა გუშინ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ მეჭიაურის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული "ქართული ოცნების"საგარეო პოლიტიკურ კურსს.

რაც შეეხება ზაქარეიშვილის განცხადებას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა არაობიექტური და მიუღებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42