"ეჭვი უნდა შეგვეპაროს NATO-ს გულწრფელობაში... ამ პროებს მე ვეუბნები უარს"- ნიშნიანიძე
პოლიტიკა - 21:31, 09 May, 2016     3580
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, თანაგუნდელი თამაზ მეჭიაურის ანტინატოურ განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ როგორც თამაზ მეჭიაური ისიც მიიჩნევს რომ საქართველოს ნატო შესაბამისად არ პასუხობს:

„ჩვენ ჩვენი მოსახლეობა ტყუილებით არ უნდა ვკვებოთ. ის , რომ ჩვენ გამუდმებით ვაკაკუნებთ ამ ნატოს კარზე და ნატო ნაბიჯებს არ დგამს, ცოტა ეჭვი უნდა შეგვეპაროს მის გულწრფელობაში. ჩვენ გვინდა ნატო რისთვის? ნატო ჩვენი იდეაფიქსია, რომ გინდა თუ არა ნატოში უნდა შევიდეთ თუ რა არის? ჩვენ ნატო იმისათვის გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დაცულობას წაადგეს, თორემ დანარჩენი რისთვის გვინდა ნატო? თუ ამისკენ მან არ გადმოდგა ნაბიჯები და რეალურად არ გვაგრძნობინა რომ ეს მას შეუძლია, მაშინ მე ვექაჩო ამ ნატოს და იმათაც გვიძახონ ღიაა კარები და არ გვიშვებდნენ კარებში? ჩვენთან მოდად იქცა, რომ ზოგი პროთურქია, ზოგი პრორუსია, ზოგი პროამერიკელი, ამ პროებს მე ვეუბნები უარს მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყნის ინტერესები უფრო მეფიქრება და ვარ ფრთხილი. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მაგრამ მტერთანაც გვიწევს საუბარი.“- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ „იბერიის“ ეთერში.

აღსანიშნავია, რომ მეჭიაურს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გადამეტებულად მიაჩნია, მან ამის შესახებ განცხადება გასულ თვეში გააკეთა. დეპუტატის თქმით ის ოცნების გუნდის წევრებს გარკვეულ საკითხებში ემიჯნება და მიაჩნია, რომ ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ნატო-სგან ვიდრე ადრე.

იგი ასევე მზად არის უარი თქვას ნატო-ში ინტეგრაციაზე. მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატო-ში წევრობა თუ რაიმე საფრთხეს ქმნის, მაშინ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ალიანსში წევრობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42