"პრემიერის განცხადება არ იყო ობიექტური"- "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე
პოლიტიკა - 20:28, 09 May, 2016     1863
„რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე, პაატა ზაქარეიშვილტან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებას არაობიექტურს უწოდებს.

"პრემიერის განცხადება, ვფიქრობ, არ იყო ობიექტური, რადგან პაატა ზაქარეიშვილმა პასუხი მოითხოვა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებისგან და არა მთავრობის წევრებისგან. აუცილებელია, რომ პასუხი გაეცეს მეჭიაურის განცხადებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას. იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერი ობიექტურად შეაფასებს ამ პროცესს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას." - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი „რესპუბლიკელი“ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ უყურებს ამ წვრთნებს და შესაბამისად მეჭიაურის განცხადებას თავად „ქართული ოცნება“. მინისტრის ეს განცხადება პრემიერის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა, იმასთან დაკავშირებით რომ "ქართული ოცნება" მეჭიაურის ანტინატოურ განცხადებებთან დაკავშირებით დუმს, არაობიექტური და მიუღებელია. "თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება"- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42