დავით ნარმანია საკრებულოში 17 მაისს მივა
პოლიტიკა - 20:16, 09 May, 2016     1844
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და საზოგადოებას თაბორის მთაზე 29ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.
,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, შესაბამისად საკითხი დეტალურადაა განხილული და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებს კითხვები არ გაგვაჩნია.
მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მედიასაშუალებებში არაერთი განმარტება გაკეთდა, მაგრამ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და ყველა კითხვას უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 29 ჰექტარიდან მხოლოდ 2 ჰექტარზე იგეგმება მშენებლობები, დანარჩენი ტერიტორია კი სარეკრეაციო ზონას დაეთმობა და თბილისს შეემატება გამწვანებული, დასასვენებელი სივრცე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის დედაქალქს, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ტურისტებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42