პარლამენტის ვიცესპიკერი და მეჭიაური-ჯაჭვლიანის თანაგუნდელი მანანა კობახიძის თქმით, ყველა პარტიის ლიდერმა თავის პარტიის საქმეები უნდა გადაწყვიტოს და არა სხვა პარტიის:
„ყველა ლიდერმა ჯობია თავის პარტიაში განიხილოს, ვინ უნდა დატოვოს პარტიაში ან ვინ უნდა გაუშვას, რა თქმა უნდა პრემიერს თავისი დამოკიდებულება აქვს პარტიის ამა თუ იმ წევრის მიმართ და მან მკაფიო განცხადება გააკეთა.“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
შესაძლო ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი, მისი თქმით, „რესპუბლიკელი“ მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მეჭიაურის ანტინატოურ განცხადებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ დუმს, თუ მყარ საფუძველს არ ემყარება, შეიძლება მას ქონდეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები:
„ნებისმიერი საჯაროდ გამოთქმული ეჭვი მყარ საფუძველს უნდა ემყარებოდეს, თუ ეს ასე არაა შეიძლება მას ქონდეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და მე პრემიერის განცხადება მივიღე ისე, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მაშინ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რომელშიც თავად არ ეპარებათ ეჭვი“- განაცხადა სესიაშვილმა.
უმრავლესობის ორივე წევრი დადებითად აფასებს აღნიშნულ საკითხზე პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა, არაობიექტური და მიუღებელია. "თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






