,,პაწია მობილურ-ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკო ლეკიშვილთან და გელა მუხაშავრიასთან:))))
- გამარჯობა ბატონო ნიკო, ესმა ვარ...
- კუნჭულია, ჟურნალისტი....
- დიახ, დიახ, როგორ ხართ? გელა ექიმი მუხაშავრია გეძებთ, ამ საოცარი სიმღერის გამო...
- გელამ არ იცის ჩემი მობილური?
- ახალ მობილურში არ უწერია.... მე ვუკარნახე... მაგრამ მანამდე ,მე მაინტერებს - ვისია ეს საოცარი სიმღერა...
- გოგი ცაბაძის. ის ბიძაჩემის ცოლის ძმა იყო.... ანუ დედაჩემის ძმის ცოლის ძმა... ოჯახის ძალიან ახლობელი. მისმა ვაჟმა - კახამ დამირეკა, მითხრა გოგის ბოლო ერთი გამოუქვეყნებელი სიმღერა ვიპოვეთო და აი, შარშან ნოემბერში რუსთაველის თეატრში შევასრულე... იუთუბზე ჩემი ძმიშვილის ცოლმა ატვირთა და ასე გავრცელდა. გამოგიგზავნით თუ გინდათ, ასე ჰქვია "თბილისმა წაიღო".....
- ბატონო ნიკო, როდის მესტუმრებით წოდორეთში? ერთი ლამაზი თბილისური საღამო მოვაწყოთ.... გელა მუხაშავრიაც ამოვა, თემურ ჭიჭინაძეც....ივიკო საყვარელიძეც, ჩვენი სუყოც...
- როცა გაგეხარდებათ....
გელა მუხაშავრია: - ესმა, ველაპარაკე ნიკოს..... დღეს დილით, ჩემი უმცროსი ბიჭი კახა მოვიდა და მასმენინებს, ეს იციო.... ნიკო ლეკიშვილის შესრულებით.... გავვოგნდი, ნიკო მაგრად მღერის ... ახლა ველაპარაკე, გოგი ცაბაძის ბოლო სიმღერა ყოფილა და ნიკოს შესრულებით ეს სულ სხვა რამეა....შენ სად ხარ, გურულო...
- მე სოფელში გადმოვედი, წოდორეთში....
- ვიცი,ვიცი, წოდორეთი...
- მარანი, ქვევრები, ღვინო.... როდის მესტუმებით?
- როცა გინდა, ჩემი რეზოს სახლში სულ მიხარია....
ნინო კვაჭანტირაძე: - ელაპარაკე?
- კი, კი, ამოვლენ...
- როდის?
- დავაზუსტებ, დაგირეკავ...
პ.ს. ეს ყველაფერი კი ის არის, რაც თბილისმა ვერ წაიღო:))))“ - წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






