"თბილისის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა „რევოლუციის“ აკვნად იქცეს"- RFI საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
პოლიტიკა - 11:56, 11 May, 2016     2917
თბილისის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა „რევოლუციის“ აკვნად იქცეს, ამ სათაურით აქვეყნებს Radio France Internationale-ის რუსული რედაქცია სტატიას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

როგორც სტატიაშია ნათქვამი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები აპირებენ სწორედ ბოტანიკური ბაღი აქციონ მთავარ არგუმენტად წინასაარჩევნო ბრალდებად ბიძინა ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნებისთვის“. ისინი დაჟინებით ითხოვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენების გამართვას და მასზე გარემოს დაცვის მინისტრის და თბილისის მერი მისვლას. მათგან წამოსულ პასუხს კი, რომ „სურვილი არ აქვთ პოლიტიკურ შოუში მიიღონ მონაწილეობა“ კიდევ ერთ არგუმენტად თვლიან, იმისთვის, რომ ივანიშვილილს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყონ.

„რთული გასაგები არაა, რომ სწორედ ამ ნიშნით წარიმართება ქვეყანაში წინასაარჩევნო კომპანია. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სტუდიური დებატებით არ შემოიფარგლება და ქუჩაშიც გავა. შაბათს ბოტანიკურ ბაღთან გამართული ხმაურიანი მიტინგი სწორედ ამის პირველი ნიშნებია. ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში ისინი წავლენ ნებისმიერ „ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ნაბიჯზე“, ხოლო ენმ-ს ლიდერმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ ივანიშვილის არჩევნებით შეცვლა არ გამოვა, რადგან ის ნებისმიერ არჩევნებს გააყალბებს, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ამასობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოუჩნდნენ ახალი სიტუაციური მოკავშირეები: თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ მომავალ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის უწყების თანამშრომლების მიმართ ე.წ კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მისი პარტიაც დაიწყებს რადიკალურ საპროტესტო აქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

თუმცა, მთლად ნათელი არაა, რა იქნება მოთხოვნა იმ საპროტესტო აქციების, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა გეგმავენ. ბიძინა ივანიშვილი ოფიციალლურად არანაირ პოსტს არ იკავებს, უფრო მეტიც ის საჯაროდ არც ჩნდება და პრაქტიკულად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარსაც არ აკეთებს.

ასეა თუ ისე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე სიტუაცია უფრო მეტად ხურდება, მმართველ პარტიას კი უკვე თითქმის აღარ დარჩა მოკავშირეები: „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა, ფაქტობრივად მხარი დაუჭირა ოპოზიციას, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით უარის თქმის გამო გააკრიტიკა.“- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრტნებზეც, რომელიც თბილისთან ახლოს 11 მაისს იწყება. სტატიის ავტორს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის სიტყვები მოჰყავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნიკალური სიტუაცია შეიქმნა: საუკეთესო ამერიკული ტანკი „აბრამსი“ აღმოჩნდა საუკეთესო რუსული ტანკის „ვლადიმირის“ უშუალო სიახლოვეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს განლაგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42