პაატა ბურჭულაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგო
პოლიტიკა - 18:15, 09 May, 2016     1554
ფაშიზმზე გამარჯვების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით “საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგო და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ჩვენმა ქვეყანამ დიდი წვლილი შეიტანა ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხების საქმეში. მიუხედავად ჩვენი მცირერიცხოვნობისა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა მეორე მსოფლიო ომში.

ქართველი ერი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, წინ აღუდგა ბოროტებას. ბოროტებას, რომელიც სრული განადგურებით ემუქრებოდა მსოფლიოს. ქართველმა ხალხმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის ვეტერანებს და თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დავიცვათ თავისუფლება და ნათელი ღირებულებები. ბოროტებას ყოველთვის სძლევს სიკეთე და ესაა ჩვენი არსებობის, ჩვენი შრომისა და ბრძოლის მთავარი აზრი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული კაცობრიობის მთავარი მიმართება. სწორედ ეს აზრი, ისტორიულ გამოცდილებასთან ერთად, გვაძლევს იმედს იმისას, რომ საქართველოშიც აუცილებლად დასრულდება ის მანკიერებები და წარუმატებლობები, უსამართლობისა და უპერსპექტივობის განცდა, ქვეყნის ოკუპაცია და თავისუფლების ხელყოფა, რაც ასე აფერხებს საქართველოს განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული ყოფისა და პირობების შექმნას.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42