"თუ სხვა მოსაზრებები აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება"- პრემიერი ზაქარეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს?
პოლიტიკა - 14:16, 09 May, 2016     3702
მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მას მეჭიაურის განცხადებებზე უფრო მეტად, ამ განცხადბებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ დუმილი აკვირვებს, მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა არაობიექტური და მიუღებელია.

„რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მას აკვირვებს ამ საკითზე ქართული ოცნების დუმილი. მე მაკვირვებს ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს უპირველეს ყოვლისა არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან და პარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა არაერთი განცხადება და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლის დადასტურებაც არაერთხელ მოხდა საგარეო თუ საშინაო ფორმატში, რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის, მისი აზრით დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა არის ძალიან გასაკვირი უპირველეს ყოვლისა და მეორეს მხრივ მიუღებელიც. ამიტომ ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო. მე ვადასტურებ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მისი განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ განცხადება, რომლის გამოც პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თამაზ მეჭიაურის საპასუხოდ გააკეთა

მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42