მანანა კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
პოლიტიკა - 13:59, 09 May, 2016     1907
დღეს, 9 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ცერემონიის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი და ჩვენ გვინდა მივულოცოთ ყველა ვეტერანს, მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო. 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა ყველაზე სასტიკ ომში და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი, მათი თავდადება უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი იბრძოდნენ სწორედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის და ფასდაუდებელია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ფაშიზმი აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

„დღეს, ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ ფაშიზმზე გამარჯვებას. ეს არის უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ერთი მხრივ, ჩვენ ვიგონენთ იმ ხალხს, ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ და პატივს მივაგებთ მათ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიაზრებთ თუ რა დიდ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. თავისთავად, ყველას გვსურს, რომ ასეთი რამ დედამიწაზე არასდროს განმეორდეს და სწორედ ჩვენი შეკრება ამას გულისხმობს“ - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42