საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 13:51, 09 May, 2016     1848
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში საბრძოლო დიდების მემორიალი - კარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებას სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა მარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ვანკო, ალექსანდრე კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი.

,,მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და თქვენთან ერთად ვზეიმობ.

მიხარია, რომ ჩვენ შორის არიან ის გმირი ადამიანები, ვინც შესაძლებელი გახადა ეს დღე მილიონობით ადამიანებისათვის.

მაშინ, როდესაც ჩვენი ვეტერანები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ კაცობრიობის ისტორიის ბედი წყდებოდა.

მაშინ კიხთვის ქვეშ იდგა, გაგრძელდებოდა თუ არა კაცობრიობა, გაგრძელდებოდა თუ არა ცივილიზაცია, თუ ბოროტი გაიმარჯვებდა კეთილზე სამუდამოდ.

ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ვინც აქ ხართ, ვინც სახლში ბრძანდებით, ვინც მთელი მსფოლიოს მასშტაბით დღეს ზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისათვის.

იმ გმირობისათვის, რომელიც თქვენ სრულიად ახალგაზრდა გოგო- ბიჭებმა ჩაიდინეთ და რითაც შესაძლებელი გახადეთ არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებიმსმიერ ქვეყანაში გაგრძლებულიყო სიცოცხლე და გაგრძლებულიყო კაცობრიობის ისტორია.

დღეს, თქვენ მთელი კაცობრიობა გეუბნებათ მადლობას ამ გმირობისათვის.

დღეს, ბუნებრივია ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებსაც, ვინც თქვენთან ერთად იბრძოდა და სიცოცხლე გასწირა. საქართველომ განსაკუთრებული და საგანგებო წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.

დღეს ჩვენ ვართ კახეთში, აქედან ვულოცავთ მთელს საქართველოს ამ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოდესმე კიდევ ვინმე გაბედავს და გაილაშქრებს კაცობრიობის წინააღმდეგ, გაილაშქრებს ჰუმანიზმის წინაარმდეგ, შეეცდება, რომ ჩვენი მამული დაიპყროს და შერყვნას, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისევე როგორც დიდი სამამულო ომის დროს, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენშტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩევლები ალექსანდრე ბარბაქაძე, ფიქრია ჩიხრაძე და თენგიზ ფხალაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42