„გერმანულ მოდელს აქვს ის განსხვავებული შინაარსი, რომ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც არჩევნების ჩატარების წესს და ზოგადად, სისტემას განსაზღვრავს, ეწინააღმდეგება. ჩვენ ვერც დარჩენილ დროში და ვერც სხვა ეტაპზე, ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მიმდინარე კვირაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის ინიცირება იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას იწყებს, რომლის შემდეგაც გადაწყდება რომელი პოლიტიკური პარტია წარადგენს უშუალოდ ამ მოდელს საკანონმდელო ორგანოში.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა, პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით არსებულ ვითარებაში გერმანული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, გერმანული მოდელის მიღების შემთხვევაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხრივ რევოლუციური რეფორმა მოხდება. თუმცა როგორც ქარდავა აღნიშნავს, ამის ხელისშესაშლელად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რადგან არსებული მოდელის გარეშე მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება
მასალის გამოყენების პირობები






