გიორგი კვირიკაშვილი დანიელ მიტოვსა და გაბრიელა ბატაინი-დრაგონს შეხვდა
პოლიტიკა - 13:19, 09 May, 2016     1447

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვედრაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ( 2016-2019წწ) შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ბულგარეთის, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42