,,მეჭიაურის "ანალიზში" არის ყველაფერი ის, რაც რუსულ პროპაგანდას, მის "რბილ ძალას" და საქართველოში მზარდ გავლენას ხელს უწყობს. მაშინ როდესაც რამდენიმე არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების აქტიური ძალები დღეს "დაიცავი თავისუფლების" კამპანიის ფარგლებში ცდილობენ მთელს ქვეყანაში ებრძოლონ რუსულ პროპაგანდას, და მოსახლეობას აუხსნან ევროკავშირის და ნატოს მნიშვნელობა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სახე პირდაპირ ეხმარება რუსეთს თავისი გზავნილების გამყარებაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღეს ევროპის დღეა. თავად შეაფასეთ, რა ეწოდება ამას, უმეცრება, ღირებულებების არარსებობა, ღალატი, თუ ყველაფერი ერთად. ჰოდა, ჩემთვის მეჭიაური ქართული ოცნების სახეა. ამიტომ არ მჯერა, რომ ამ პარტიის შიგნით სხვა, უფრო ჯანსაღი ადამიანების არსებობა ამ პარტიას დასავლურ ძალად აქცევს“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






