ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ოპოზიციასთან არჩევნების გერმანული მოდელთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს
პოლიტიკა - 12:49, 09 May, 2016     1267
მიმდინარე კვირაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელის ინიცირება იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას იწყებს, რომლის შემდეგაც გადაწყდება რომელი პოლიტიკური პარტია წარადგენს უშუალოდ ამ მოდელს საკანონმდელო ორგანოში.

პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით არსებულ ვითარებაში გერმანული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„გერმანული მოდელი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან ის ერთის მხრივ ინარჩუნებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას, მაგრამ რაც მთავარია ადგილების განაწილება ხდება საერთო პროპორციული რაოდენობიდან. ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება და საარჩევნო სუბიექტი მიიღებს იმდენ მანდატს, რა პროპორციითაც მიიღებს საერთო არჩევნებიდან ხმებს. ვფიქრობთ ამ კვირის ბოლომდე ამის ინიცირება მოხდება“- განაცხადა ხარატიშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, გერმანული მოდელის მიღების შემთხვევაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხრივ რევოლუციური რეფორმა მოხდება. თუმცა როგორც ქარდავა აღნიშნავს, ამის ხელისშესაშლელად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რადგან არსებული მოდელის გარეშე მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება:

„გერმანული მოდელი იქნება აქტუალური ამ კვირაში და გვაქვს შანსი, რომ კარგი გაგებით, რევოლუციური რეფორმა მოხდეს საარჩევნო სისტემაში 2016 წლისთვის. ამას ელემენტარულად სჭირდება ყველა ოპოზიციონერის მხარდაჭერა. ხელისუფლებას მყარად აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, მან იცის, რომ ამ არჩევნებში არსებული მოდელის გარეშე ვერ გაიმარჯვებს, ამდენად ის შეეცდება მაქსიმალურად ხელი შეუშალოს საარჩევნო მოდელის ნებისმიერ გაუმჯობესებას“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42