,,რუსეთს ვერავინ დაამარცხებს“ - მეჭიაური NATO-ს წინააღმდეგ
პოლიტიკა - 12:19, 09 May, 2016     3936
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მეჭიაური კვლავ აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება, შესაბამისად საქართველოს ინტეგრაციაც არ მოხდება. ამის შესახებ მეჭიაურმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალის შემკობის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეჭიაურის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია შეძლოს, უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია:

„ნატო-ში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ, იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ არ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის, ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე. თვითონ ნატო-ში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება გაფართოება. თუ ვიცით, რომ არ მოხდება, რა გვინდა ჩვენ? თუ ნატო-სგან მოვითხოვთ დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ამით მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ ფაქტობრივად ომი გამოუცხადოს რუსეთს. რომელი ქვეყანაა ამისათვის მზად? მიმაჩნია, რომ ეს საფრთხის მატარებელია“, - განაცხადა მეჭიაურმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა სამხედრო შეიარაღებაზე და იარაღის შეძენაზე, მისი თქმით ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც საფრთხის უკუგდებაში დაეხმარება საქართველოს, იგი თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის. მეჭიაური ასევე აცხადებს, რომ „რუსეთის დამარცხება შეუძლებელია როგორც ამერიკული, ასევე რუსული იარაღითაც“:

„შეიარაღებას ამერიკაც მოგვცემს და რუსეთიც მოგვცემს. თანამშრომლობა ერთია და მხარედ ყოფნა მეორე. თუ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, საიდანაც საჭირო იქნება იქედან უნდა ვიყიდოთ იარაღი. რომელი ქვეყანაც გამოადგება ამ საქმეს, მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ. რუსეთს დღეს ვერც ამერიკული იარაღით და ვერც რუსული იარაღით ვერ დაამარცხებ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

აღსანიშნავია, რომ მეჭიაურს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გადამეტებულად მიაჩნია, მან ამის შესახებ განცხადება გასულ თვეში გააკეთა. დეპუტატის თქმით ის ოცნების გუნდის წევრებს გარკვეულ საკითხებში ემიჯნება და მიაჩნია, რომ ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ნატო-სგან ვიდრე ადრე.

იგი ასევე მზად არის უარი თქვას ნატო-ში ინტეგრაციაზე. მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატო-ში წევრობა თუ რაიმე საფრთხეს ქმნის, მაშინ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ალიანსში წევრობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42