„ის, რასაც ივანიშვილი მეჭიაურის პირით ლაპარაკობს, რომ წვრთნები შესაძლოა 2008 წლის მსგავსი მოვლენების განვითარების საბაბად იქნას გამოყენებული არის გამორიცხული. "რესპუბლიკურ პარტიას" ალბათ მისაღები აქვს გადაწყვეტილება რამდენად შეუძლია კიდევ უმრავლესობა წარმოადგინოს იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ყოველდღიურ რეჟიმში განუწყვეტელი და ეგზისტენციალური დავა აქვს“-განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს. მისი შეშფოთების მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მას წვრთნების მხარდამჭერი პოლიტიკოსების მსგავსად ოჯახი საზღვარგარეთ არ ჰყავს გახიზნული და საფრთხეს საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე გრძნობს
მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, "რესპუბლიკელმა" თინათინ ხიდაშელმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ სახეს კატეგორიულად მოსთხოვა წარმოედგინა ფაქტები სად და როდის ყავდა თავდაცვის მინისტრს ოჯახი გახიზნული.
მეჭიაურის განცხადებაზე ქართული ოცნების დუმილი აშფოთებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ "რესპუბლიკელ" პაატა ზაქარეიშვილსაც.
მეჭიაურის მსგავსად 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება «Noble Partner 2016» არ მოწონს რუსეთის საგარეო უწყებასაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების და მისი პარტნიორი ქვეყნებისადმი გამოთქმული მხარდამჭერი მოსაზრებების გამო ლავროვის უწყების კრიტიკის ობიექტი პაატა ზაქარეიშვილის თანაპარტიელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






