„გამორიცხულია ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება. მაგრამ, რაც შეეხება მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო როგორც ადამიანი კი არა, არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართული ოცნება ამას როგორ უყურებს, ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს.
საქართველოს პარლამენტის წევრის მსგავსად 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება «Noble Partner 2016» არ მოწონს რუსეთის საგარეო უწყებასაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების და მისი პარტნიორი ქვეყნებისადმი გამოთქმული მხარდამჭერი მოსაზრებების გამო ლავროვის უწყების კრიტიკის ობიექტი პაატა ზაქარეიშვილის თანაპარტიელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისც გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






