„ინტერესი არა ავადმყოფის განკურნვა, არამედ მათ ხარჯზე დიდი ფულის კეთებაა“-გია მაისაშვილმა შიმშილობა დაიწყო
სოც.მედია - 08:54, 09 May, 2016     8330
გასულ წელს პოლიტიკოსსა და ეკონომისტ, გია მაისაშვილს სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, მან მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და სიტუაციას არ შეეგუა. ოპერაციის შემდეგ, თავად წერდა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, რომ - „ადგილი სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი. წინ დიდი ბრძოლაა, ამ ბრძოლაში დათმობას მე არ ვაპირებ, ამდენი მოყვარული ადამიანის დატოვებას, ისევ სიმსივნემ უნდა დათმოს დასათმობი“. გავიდა დრო და ასეც მოხდა, სიმსივნემ დათმო დასათმობი. ამის შესახებ თავად გია მაისაშვილი წერდა სოციალურ ქსელში. გავიდა კიდედევ რამდენიმე თვე და მისი ფეისბუკის გვერდზე ახალი სტატუსი გამოჩნდა, რისი საშუალებითაც ცნობილი ხდება, რომ მან 40 დღიანი შიმშილობა დაიწყო. შომშილობა, რომელიც მისი თქმით შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
„ამ პოსტს ვდებ სნეულებისგან შეჭირვებული ადამიანების გასამხნევლებად. ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან რადიაციისა და ქიმო-თერაპიის მორიგი კურსიდან სადაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ თანამედროვე მედიცინას ადეკვატური პასუხი არა აქვს. მათი და ფარმა ინდუსტრიის ინტერესი არა ავადმყოფის განკურნვა, არამედ მათი ავადმყოფობის გაგრძელება და მათ ხარჯზე უზომოდ დიდი ფულის კეთებაა. მე ჩემი მეგობრებისა და ამ საქმეში პირადი გამოცდილების მქონე ადამიანების რჩევით დავიწყე მძიმე 40 დღიანი შიმშილობა მხოლოდ წყალზე. ადამიანის ორგანიზმი საოცარია მისი თვით გნახლებისა და თვით განკურნების თვალსაზრისით. ასეთ რადიკალურ სიტუაცუაში ორგანიზმი მოიხმარს ყველა მარაგს და ჯანსაღი უჯრედები ანადგურებენ სიმსივნურს, განსაკუთრებით კი ტვინში და ხდება განკურნვა-გაჯანსაღება. ოდონდ ეს ძნელია და მოითხოვს დიდ ნებისყოფასა და რწმენას. მე დიდი კრიზი დღეს ჩავათავე ანუ შიმშილობის მე-7 დღეს. როდესაც გული გერევა და თავის ტკივილი არაადამიანურად მძიმეა. მაგრამ თუ გადალახავ და გააგრძელებ 40 დღემდე, სარგებელი უზომოდ მაღალია მე მჯერა და შინაგანი სიხარულის განცდა მაქვს, რომ ამით ვანადგურებ სიმსივნურ უჯრედებს. სიცოცხლე და რწმენა იზეიმებს ოღონდ ნებისყოფაა და სასოება საჭირო. გისურვებთ განკურნებას და გამარჯვებას, მე კი პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დრო ბევრი გვაქვს , წინ კიდევ 40 დღეა, ამ დროს ხდება არა მარტო ფიზიკური და მენტალური, არამედ დიდი სულიერი ტრანსფორმაციაც. მე ვაწარმოებ დეტალურ დღიურს ამ პროცესის დოკუმენტაციისათვის, რომ შემეძლოს სხვების დახმარება ჩემი პირადი მაგალითით“-წერს გია მაისაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42