მიხეილ სააკაშვილის გიორგი ვაშაძის ნაბიჯს არასწორს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ახალი მოძრაობების შექმნით, არის მცდელობა მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატანის.
„რამდენიმე თვეა მეუბნებოდნენ ვაშაძეზე, რომ ცალკე გასვლას აპირებდა და ცალკე ორგანიზაციის გაკეთებას. მაინცდამაინც არ მჯეროდა იმიტომ, რომ ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად არასწორი და კონტრპროდუქტიული ქმედება, მათ შორის მისთვის. ახლა როგორ სიტუაციაშია საქართველო, დაახლოებით მტრის თვითმფრინავი მოფრინავს ჩვენს დასაბომბად და უნდა როგორმე გავაჩეროთ და ამ დროს ის ისვრის აქეთ-იქით რაკეტებს. აი ასეთი რაკეტები, ასეთი მაშხალებია ყურადღების გადასატანი. აი ეს გირჩი, ახალი მოძრაობები რაც შეიძლება ვაშაძემ ან სხვებმა გააკეთონ, რომ ყურადღება გადავიტანოთ და ვერ შევაჩეროთ მთავარი საფრთხე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმან თუ მოაღწია ჩვენამდე დააქცევს მთელს ქვეყანას. თუ ამ არჩევნებშიც ამ გათიშულობით მიაღწია მან ამ წარმატებას. არსებობს ორი პოლუსი და ყველა ჯანსაღი ძალა უნდა კონცენტრირდეს, განახლებული ჩვენი პოლიტიკური ძალის გარშემო. აქ საუბარია იმაზე, რომ კარგია რომ რამდენიმე ვეტერანმა თავად გამოთქვა სურვილი აღარ იყოს სიაში ან ჩაიწიოს უკან რათა წინ გამოვიდეს ახალი ხალხი, თაობათა ცვლილების პროცესი, განახლების პროცესი ეს არის ყველა ჯანსაღი პროცესის შემადგენელი ნაწილი,"-განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.
სააკაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აქტიურად არის ჩართული სიის ფორმირების საკითხებში, რათა მოხდეს ახალი თაობის პოლიტიკოსების ჩართვან ქვეყნის გადარჩენის საკითხში. სააკაშვილის თქმით, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს „ჩვენი საჰაერო სივრცის დატოვება მოუხდება."
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






