ჟურნალისტი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი მოსკოვიდან აიტვირთა და სამივე შემთხვევაში ამტვირთავი ერთი და იგივე პირია. ელისო კილაძის თქმით, გაბედავა პირდაპირ არის დაკავშირებული ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან.
„ქვეყანა საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი ბოლო სამი ფირი გავრცელდა გახლავთ რუსეთი. ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, მე არ ვიცი რამდენად მოისურვებს ჩვენი სახელმწიფო ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. პირველი ფირი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიტიკოსზე გავრცელდა, ამ ფირის ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ადგილი ცნობილი არ არის ჩვენი სპეცსამსახურისათვის. მე შემიძლია გითხრათ, რომ სამივე შემთხვევაში ერთი პირია ამტვირთავი და ეს მოხდა მოსკოვში და ეს პირი გახლავთ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა. ეს არის პირი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ღარიბაშვილის გარემოცვასთან. ის არც მალავდა და ძალიან ხშირად ინტერვიუებში, საჯარო სივრცეში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია. ეს არის პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს სუს-ის დაფინანსებით კენჭს იყრიდა დიღმის მაჟორიტარად, ანუ ქართულ ოცნებასთან საკმაოდ დაახლოებული პირია. მე ვიცი, რომ პროკურატურამ ჩხრეკის დროს რამდენიმე კომპიუტერში იპოვა, მანამ სანამ ეს მასალები გამოქვეყნდებოდა ეს და სხვა გამოუქვეყნებელი ფირები,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






