,,მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის, როგორ შექმნას ევროპული სახელმწიფო“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 17:48, 08 May, 2016     2388
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მიერ ორგანიზებული „ევროპული დღეები“ გახსნა.

როგორც რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას საქარველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა, რადგან წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

„25 წლის წინ ჩვენ ერთად ვიდექით, რათა საბჭოთა კავშირის მარწუხებისაგან გავთავისუფლებულიყავით და შეგვექმნა ქართული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. გამოვსულიყავით და ამაყად გვეთქვა, რომ ჩვენ ქართველებს, რომლებსაც სამიათასწლიანი ისტორია გაგვაჩნია, ვიწყებთ ახალი ქვეყნის შენებას და ჩვენ ეს ერთად შევძელით!

დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს, იმას, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულსა და თანამედროვეს.

დღეს ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული სახელმწიფოს შექმნის თვალსაზრისით. მე ვხედავ ერს, რომელსაც აქვს ხედვა და იცის ხვალ რა უნდა გააკეთოს, ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს გაამთლიანებს, არა ომით, არამედ იმით, რომ განსაკუთრებულ ქვეყანას და თავისუფლებას შექმნის.

ჩვენ ერთად დგომით შევძლებთ ამას, რასაც წელს განსაკუთრებულად დავამტკიცებთ, რადგან თითოეული თქვენგანი მივა არჩევნებზე და ქვეყნის მომავალ ბედს გადაწყვეტს. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ღმერთი ფარავდეს მას!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩთან ერთად რიყეზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები დაათვალიერა, სადაც „ევროპის დღეების“ მონაწილეებს ამ ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებული აქტივობებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას აცნობენ. ევროპული დღეების გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42