თბილისში ,,ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული დაიწყო
პოლიტიკა - 17:47, 08 May, 2016     3836
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად, რიყის პარკში „ევროპის დღის“ აღსანიშნავად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა.

„ევროსოფელი“ „ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. გამოფენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა საქართველოში თავიანთი საქმიანობა და საკუთარი ტრადიციები წარმოაჩინეს. წარმოდგენილი იყო საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

დავით ნარმანიას თქმით, „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბურია.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მომავალში ვაპირებთ, კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ, რათა უფრო მეტად ვიყოთ ინტეგრირებული ევროპაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვირეული 8-დან 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ევროკავშირის ქვეყნებში ,,ევროპის დღე“ 9 მაისს, ევროკავშირის ერთ–ერთი დამაარსებლის, რობერტ შუმანის ინიციატივის აღსანიშნავად იმართება. მან 1950 წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა წამოაყენა, რომლის განხორციელებაც 6 ევროპული ქვეყნის გაერთიანებით დაიწყო და დღეს, 28 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42