,,მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 14:55, 08 May, 2016     3828
მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება - ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მე და კონსტიტუცია“ ფინალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ფინალურ ტურს დაესწრო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ქმნიან და ქვეყნის ძირითად კანონს აცოცხლებენ, რაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

„სახელმწიფოს მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა და ის ძირითადი თამაშის წესებია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი კონსტიტუცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იყოს ჩართული ქვეყნის შექმნაში და ამას არ აკეთებდეს მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათავრობა.

პოლიტიკოსები, რომლებსაც დავალებას არ აძლევს ხალხი და საზოგადოება, იკეტებიან თავიანთ ურთიერთობებში და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა დავალება აქვთ ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მიღებული.

ამ ურთიერთობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როდესაც თითოეული მოქალაქე ქმნის ერთიან ქვეყანას, არის კონსტიტუცია. თქვენ დღეს ამ დოკუმენტს აცოცხლებთ. კონსტიტუცია თქვენს ხელში ცოცხალი დოკუმენტი ხდება, რომელიც მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში კი არ გამოიყენება, არამედ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატრიოტული მიზნები და ღირებულებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.

ამას აკეთებთ დღეს თქვენ, რადგან თქვენ მასში თქვენს შემოქმედებას დებთ. პოლიტიკურად ეს ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ დღეს ფიქრობთ ხვალინდელ საქართველოზე.

მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება. მე მინდა ვიგრძნო თქვენგან, რომ თითოეული თქვენგანი, ხვალაც იქნებით თავისუფალი ადამიანის მიერ თავისუფალი ქვეყნის შექმნის პროცესის მონაწილე.

მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩემმა თაობამ შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახადა, თავისი პრობლემებითა და სირთულეებით, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ ნაბიჯი გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა ჩვენი თანამონაწილეობით შეძლებს თავისუფალი საქართველოს შექმნას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსის“მე და კონსტიტუცია“ ფინალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42