საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ქართულ ამერიკულ სამხედრო სწავლებას მიესალმებიან, მაგრამ ოჯახები საზღვარგარეთ ჰყავთ გახიზნული, თავად მას ოჯახი საქართველოში ჰყავს და ეს სწავლება საფრთხედ მიაჩნია, ამ განცხადების ერთ-ერთი ადრესატი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
თავდაცვის მინისტრი დეპუტატისგან კატეგორიულად ითხოვს დააკონკრეტოს ფაქტები, თუ სად და როდის ჰყავდა თინათინ ხიდაშელს შვილები გაგზავნილი.
„ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმას იღებს უკვე. არავითარი ვალდებულება აქ მაქვს ვიჯდე და ვისმინო აბდაუბდა.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე ბატონ მეჭიაურს უბრძანებია მე ამ გადაწყვეტილების მიმღებებისგან განსხვავებით შვილები არ მყავს გახიზნული და ქვეყნის ბედი მაღელვებსო.
ქვეყნის ბედზე, რუსულ არჩევანზე, შიშზე, ბაბაია დაუძახეზე სხვა დროს.
ეს ამბავი პირველი რომ იყოს გავატარებდი ალბათ მაგრამ ამ ბატონისგან კატეგორიულად მოვითხოვ პასუხს სად და როდის გავხიზნე ჩემი შვილები, ან როცა მათ საფრთხე ემუქრებოდათ ის თავად სად იყო, რომელი ჩირგვის ძირში?
მე ყველა გავაფრთხილე, არავითარ კონტექსტში არასოდეს ჩემი შვილები არ ახსენოთ პასუხს მოგთხოვთ-თქო.
ხოდა პატივცეულო მედია იქნებ გადასცეთ ჩემი კითხვა და დაჟინებით ითხოვოთ მისამართი!“- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუკზე
მასალის გამოყენების პირობები






