ელისაშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის.
"ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა, მე დამაკისრეს ეს ჯარიმა და უნდა გადავიხადო. ვიჯექი პროცესზე და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დროს ხან გუდიაშვილის მოედანზე ვჩხუბობდი, ხან სხვაგან და მაშინ არ დავუკავებივარ არასდროს და ეტყობა ისეთი საოცარი დემოკრატია გვაქვს ახლა, რომ დამაკავეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ დაკავებას მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ქვეყანა არ არის ივანიშვილის შპს ეს არის თითოეული ჩვენგანის ქვეყანა არ გავჩერდები, რამდენიმე საათიანი ყურყუტი სასამართლო სარდაფში და ჯარიმა არაფერს ნიშნავს ჩემთვის ივანისვილმა ის ტერიტორია უნდა დაუბრუნოს ქალაქს ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხელისუფლება მიხვდეს თავზე არუნდა დააჯდეს და ივანიშვილის უნდა მიხვდეს ამას“- განაცხადა ელისაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






