"ადგილობრივი და უცხოელი ოპონენტების ხმაშეწყობილი რიტორიკა" - უსუფაშვილი ლავროვს პასუხობს
პოლიტიკა - 17:59, 07 May, 2016     2559

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მის მიერ 4 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"კითხვები გაჩენილა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ჩემი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და რატომ გაჟღერდა ეს სიტყვები სწორედ 4 მაისს, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები გადმოიტვირთა ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად.

განვმარტავ:

1. ჩემი განცხადება გაკეთდა არა ამერიკული ტანკების ფოთში გადმოტვირთვის დღეს და გამო, რასაც თავისთავად მივესალმები, არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

2. მე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ყოველ ჯარისკაცს, ყოველ მოქალაქეს და ყოველ პოლიტიკოსს, ამგვარი თარიღის აღნიშვნისას სიამაყესთან ერთად ტკივილიც გვეუფლება, ვინაიდან ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მისია შეუსრულებელია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ საზღვრებში, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კონტინენტის ყველა სახელმწიფოს მიერ, გარდა ერთისა, დარღვეულია სამხედრო ოკუპაციის გამო.

3. კონფლიქტის მოგვარებაში შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ცალმხრივად უარის თქმა, რასაც იურიდიული ძალა სწორედ საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა შესძინა, არ ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალების საზეიმო ღონისძიებაზე არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს ან ქართული ჯარი შეწყვეტს სამშობლოს დაცვაზე ზრუნვას.

4. მე მადლობა მოვახსენე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს და პრატნიორებს, რადგან სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიერ საქართველოს დაბომბვა სწორედ მათმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შეაჩერა და, სამწუხაროდ, მომავალშიც გვესაჭიროება მათი დახმარება მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.

5. მე იმედი გამოვთქვი, რომ ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენი პარტნიორების დახმარებით კიდევ უფრო აიმაღლებენ კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა უკეთ შეასრულონ თავიანთი მისია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოქმედ მისიებში საზღვარგარეთ.

სინამდვილეში, არც არაფერი იყო განსამარტი და საკითხავი თუ არა თითიდან თემის გამოწოვის პროპაგანდისტული საჭიროება...

მე, ჩემი მხრიდან, არ მაქვს კითხვები იმ ადგილობრივ და უცხოელ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომელთა ხმაშეწყობილი რიტორიკა, ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მსგავსი ფოკუსირებული შემოტევები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს - აქ ყველაფერი ნათელია."- აცხადებს უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42