ენმ-ს ოფისებთან მომხდარ ინციდენტებს "ქართული ოცნება" განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 17:02, 07 May, 2016     2849

ზუგდიდი და წყალტუბოში მომხდარ ინციდენტებს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებით გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით მათ ინტერესებში შედის არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება და მოუწიდებენ შესაბამის ორგანოებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ. პარტიის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში და სოფელ წყალტუბოში მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.
აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე.“- აღნიშნულია განცხადებაში.


აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42