„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
პოლიტიკა - 16:56, 07 May, 2016     4721

22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოტოვებული წევრების არჩევნებში, სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრიან მამუკა ლაშხია (სოფელ კორცხელში) და ბუხუტი ფირცხალავა (სოფელ წყალტუბოში) მათი შტაბები აქტიურად მუშაობენ.

ცხადია, ხელისუფლება შეშფოთებულია მათი აქტიურობით, ამიტომ ზეწოლის ჩვეულ ხერხს მიმართავს - დღეს გამთენიისას, თავდასხმა მოხდა შტაბებზე, დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. ამ ვანდალურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა ნაციონალური მოძრაობის შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა.

ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ღარიბაშვილის გზას დაადგა და ისიც ივანიშვილის მარიონეტია - გარდა ზეწოლებისა, ხდება ადმინსტრაციული რესურსის გამოყენება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუფარავად მონაწილეობენ ხელისუფლების კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მსგავსი ქმედებებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააჩერებთ და ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენთ გავლენას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთელი პასუხისმგებლობა მსგავს შემთხევებზე ეკისრება ხელისუფლებას, პირადად გიორგი კვირიკაშილსა და შს მინისტრს, რომელთაც არ სურთ გამოიძიებულ იქნას ეს დარღვევები.

ჩვენი პასუხი კი, ხელისუფლების მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებებზე, იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არჩევნებში, ივანიშვილის ქართული ოცნების მმართველობის დასასრული და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის სწრაფი განხორციელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42