პარტიზანი მებაღეების" მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით "არა პანორამა თბილისს" შსს-ს შენობასთან გრძელდება, რომლებიც მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ, რადგან აქციის მონაწილეთა თქმით, დაკავება უკანონოდ მოხდა.
პანორამა თბილისის და ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
დღეს დაკავებული ხუთი პირი ადვოკატმა მოინახულა როგორც, ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციაზე სულ ექვსი პირი დააკავეს, თუმცა მან მხოლოდ ხუთის მონახულება შესაძლო.
"ხუთივე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით,173 მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. მე მეექვსე დაკავებულს, ალექსანდრე ელისაშვილს ვერ შევხვდი აქ, რადგან ის გადაყვანილია უკვე საქალაქო სასამართლოში. დანარჩენი დაკავებულები, რომლებიც შსს-ში არიან, ისინიც გადაყავთ სასამართლოში", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






