"ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევს"- ელისაშვილის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ
პოლიტიკა - 16:15, 07 May, 2016     5874
ალეკო ელისაშვილმა „პანორამა თბილისის“ საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ პირველი კომენტარი საქალაქო სასამართლოს შენობაში გააკეთა. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით ის დედაქალაქის დასაცავად ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს:

„კაცს რომელსაც გონია რომ საქართველო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და შეუძლია ქვეყანას თავზე დააჯდეს და ყველაფერი განკარგოს როგორც უნდა, ამ კაცს უნდა შევაგნებინოთ რომ ამ ქალაქში სხვებიც ვცხოვრობთ და არ შეიძლება მოქცევა როგორც ხუშტური გაქვს. შევაგნებინებთ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ტერიტორია, რომელიც ეშმაკურად და მაქინაციებით ჩაიგდო ხელში დაუბრუნოს უკან ქალაქს. რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ მე ჩემსას გავაკეთებ, ქალაქს ეს ტერიტორია დაუბრუნდება და ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევს“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი და მასთან ერთად 4 პირი დღეს, "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. მათი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42