რუსეთის საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაზეც, რომ „ვიდრე ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია შეუსრულებელია, ამ მისიის შესრულების საფუძველი კი ქართველი სამხედროებისა და პარტნიორების დახმარებაა.“
„გვინდა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს განცხადება? სხვათა შორის ეს განცხადებები გაკეთდა 4 მაისს- ზუსტად იმ დღეს, როდესაც ამერიკული ტანკები ფოთის პორტში შემოვიდა.“- აცხადებს ლავროვის უწყება.
შეგახსენებთ, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.
ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






