"დავიწყებთ ბრძოლას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ, ფიზიკურადაც"- ალასანია აქციებს აანონსებს
პოლიტიკა - 16:36, 06 May, 2016     3520
ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს აანონსებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით თუ სასამართლო ივანიშვილის ნებას დაემორჩილება და ე.წ კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, პარტია თანაგუნდელების დასაცავად არც ქუჩაში გამოსვლას გამორიცხავს. თუმცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოში არსებობენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

აღნიშნული განცხადება ალასანიამ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის საპასუხოდ გააკეთა, შოთაძის თქმით ე.წ. კაბელების საქმეზე არის მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„შოთაძე იბრძვის, რომ ამ განაჩენით ივანიშვილს დაუდასტუროს რომ მისი გაპროკურორება სწორი გადაწყვეტილება იყო. მართლმსაჯულების აღსრულება სატელეფონო ზარებით და მოსამართლეების დაშინებით ხორციელდება, კონტროლს პირდაპირ ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი. ამ განაჩენით დადასტურდება, რომ საქართველოს სასამართლო აკეთებს პირდპირ იმას, რასაც უკვეთავს ბიძინა ივანიშვილი. ეს იქნება ბოლო წვეთი , რომპროცესები გადავიდეს ახალ ფაზაში. ეს ფაზა იქნება, რომ მე მართლაც მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ , ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში. ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის დანამატი. მე ირაკლი ალასანია, ჩემი პარტია და მხარდამჭერები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ, ეს არ არის მისი საკუთარი ფირმა. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ადგილი აღარ არის, დაგვანებოს თავი და მიხედოს საკუთარ ბიზნესს. მას გონია რომ რადგან 7 მილიარდი აქვს შეუძლია ჯიბეში ჰყავდეს სასამართლო, პროკურატურა და პოლიტიკური პარტიები“-განაცხადა ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42