უსუფაშვილის მხრიდან ინტერესი და მხარდაჭერა იგრძნობა - არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
პოლიტიკა - 16:10, 06 May, 2016     1492

დავით უსუფაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფარული მიყურადების კონტროლის თემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ მას დამატებითი კითხვები აქვს. ასეთი შედეგით დასრულდა პარლამენტის თავმჯდომარისა და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლების შეხვედრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა:

„პირველ რიგში მომწონს „ეს შენ გეხება“, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება. კარგია, რომ ასეთ თემებზე არის აქტიურობა. განვიხილეთ მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი, ეს არის ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურს და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს. მეორე საკითხი ეხება მოსმენების თემას, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, 2017 წლის მარტიდან, ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია, დაკარგავს ძალას და პარლამენტი უბრალოდ ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხი, ვთვლი, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ უფრო რთული და კარგად შესასწავლი თემა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კამპანიის წევრებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს სისტემის ცვლილების საკუთარი ინიციატივა გააცნეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახლა არის დრო, როცა საქართველოსთვის ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს:

„ამ ეტაპზე, მოთხოვნები, რომელსაც კამპანია აყენებს, არის ის, რომ პოლიტიკოსების მხრიდან იყოს ღია კარი, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივაღწიოთ კანონმდებლობის შეცვლას მოქმედი პარლამენტის პირობებში. ახლა არის დრო იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გაკეთდეს ამ ქვეყნისთვის. ამ ადამიანებს აქვთ ისტორიული შანსი, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ფუნდამენტურ გარდატეხაში შეიტანონ წვლილი“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ეკა გიგაურის განმარტებით, დავით უსუფაშვილის მხრიდან არის თანხმობა იმის შესახებ, რომ სუს-ის ზედამხედველობის მექანიზმების გაზრდა პარლამენტის მხრიდან აუცილებელია:

„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოსმენების დღევანდელი კანონმდებლობა შესაცვლელია, ამაზე დაგვეთანხმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა თანხმობა არის იმასთან დაკავშირებითაც, რომ მნიშვნელოვანია სუს-ის ზედამხედველობის მექანიზმების გაზრდა პარლამენტის მხრიდან“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გამოიკვეთა პროცესების მიმართ ინტერესი და მხარდაჭერა:

„ვისაუბრეთ დროსთან დაკავშირებით, ტექნიკურად რამდენად მოსწრებადი შეიძლება იყოს ამ პარლამენტის პირობებში და ასევე როგორ არის უფრო უკეთესი და ეფექტური, რომ მოხდეს ამ კანონპროექტების ინიცირება, თუმცა, საბოლოო ჯამში კონკრეტული პასუხები მისგან არ მიგვიღია, მაგრამ დანამდვილებით იგრძნობოდა მისი მხრიდან ამ პროცესების მიმართ ინტერესი და მხარდაჭერა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მზად არიან კონსულტაციებისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან. მათივე განცხადებით, ერთადერთი ვინც მათ ამ დრომდე არ შეხვედრია, ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42