უსუფაშვილი ნარმანიას აფრთხილებს - ვინც საკრებულოს ასე ექცევა, წარმატებას ვერ აღწევს
პოლიტიკა - 15:16, 06 May, 2016     2571

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებისა და 29 ჰექტარი ფართობის მიწის გაყიდვის თემის განხილვა იწყება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

საპარლამენტო ოპოზციას სხომაზე მიწვეული ჰყავს გიგლა აგულაშვილი და თბილისის მერიის წარმომადგენლები, თუმცა, განხილვას ამ ეტაპზე არცერთი უწყების წარმომადგენელი არ ესწრება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და დავით ნარმანიას განცხადება დაუწუნა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერი დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს:

„ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდიხნის კოლეგისა და მეგობრის, დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, უბრალოდ გავოცდი ასეთი განცხადების გამო. მე მინდა ვთხოვო, ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ. თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს, ეს არ არის სწორი პოზიცია, ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს და პარლამენტს, მერები, მინისტრები თუ პრემიერ-მინისტრები, დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ, ამაზე ჩვენი უახლესი ისტორია მეტყველებს. აღარ ჩავალ დეტალებში. ყველა საკითხზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბოტანიკური ბაღის თემაზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან და მასზე დედაქალაქის მერის დაბარებასთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას დედაქალაქის მერი გუშინ გამოეხმაურა. დავით ნარმანია გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს და საკრებულოს წინაშე წარდგომას მხოლოდ დეკემბერში აპირებს:

„მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბრის თვეში, ეს უკვე პრაქტიკად ვაქციეთ ჩვენ, ანუ თბილისის მერი საკრებულოს წინაშე წარსდგება წელწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეკემბერში წარვადგენ ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემ ყველა იმ კითხვას რაც იქნება დასმული.“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბოტანიკური ბაღის სტატუსის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42