ბოტანიკური ბაღის სტატუსის შესახებ კულტურის მინისტრი განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 14:57, 06 May, 2016     1703

ბოტანიკური ბაღის საკითხთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან დავის ერთ-ერთი კომპონენტი არის ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ოპოზიციის განცხადებით, ბოტანიკური ბაღი ამ სტატუსის მატარებელი იყო. ამ ფაქტს კი არ ადასტურებს კულტურის მინისტრი. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2 000 წელს დადგინდა:

„ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2 000 წელს დადგინდა, 2007-ში კულტურის მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, თუმცა არ განსაზღვრულა არც საკადასტრო საზღვრები და არც სააღრიცხვო ბარათი სამწუხაროდ არ გაკეთებულა, შესაბამისად ამ საბოლოო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2 000 წელს დადგინდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიხედვით გაკეთებული გეგმით, იმას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიის ნაწილი არ ყოფილა და ამდენად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მასზე არ ვრცელდება“, - განაცხადა გიორგაძემ.

კულტურის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მას შესაძლოა პარლამენტში მისვლა მოუწიოს, ამ შემთხვევაში კი მისივე განმარტებით, იგი იმავე კომენტარს გააკეთებს:

„თუ მე მომიწევს მისვლა კომიტეტში, მე იმავე კომენტარს გავაკეთებ, თუ მიმიწვიეს, რა თქმა უნდა მივალ“, - დასძინა გიორგაძემ.

ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილება და 29 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისება იქნება მთავარი თემა, რომელზეც დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტზე ისაუბრებენ. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციას კითხვებზე პასუხების გასაცემად მიწვეული ჰყავს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან და მთავრობიდან.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გიგლა აგულაშვილი მივიდეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით კი ეს არის ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის მცდელობა, მათივე განმარტებით, ბოტანიკური ბაღის საქმეზე აუცილებელია მეტი დისკუსია.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, მას ყველა სტრუქტურის წარმომადგენელი ჰყავს მოწვეული, ვისაც კი შესაძლოა რაიმე სახის შეხება ჰქონდეს ბოტანიკურ ბაღთან. თუმცა, უცნობია დაესწრება თუ არა კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვის მინისტრი.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის თემის განხილვა გარემოს დაცვის კომიტეტზე 15:00 საათზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42